კონსტანტინე გამსახურდია: ზვიადი საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლის ჩამყრელია მთელი თავისი მოღვაწეობით
„1991 წლის 31 მარტს, საქართველოს განახლებულ სახემწიფოებრიობას, ამ დღეს ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაუდო სათავე. ამ დღეს დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, არასაბჭოური არჩევნების შემდეგ გამოცხადებული „გარდამავალი პერიოდი””, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია წერს.
„31 მარტი
ამ დღეს დაიბადა ზვიადი, რომელიც გარდა პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლის ჩამყრელია მთელი თავისი მოღვაწეობით.
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს განახლებულ სახემწიფოებრიობას, ამ დღეს ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაუდო სათავე. ამ დღეს დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, არასაბჭოური არჩევნების შემდეგ გამოცხადებული „გარდამავალი პერიოდი”.
მანამდე, 1879 წლის 31 მარტს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” დაარსებული იქნა დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის და იაკობ გოგებაშვილის მიერ. ამ საზოგადოებამ იარსება 48 წელიწადს. იგი გაუქმდა 1927 წელს, საქართველოს იძულებითი სოვიეტიზაციის შემდეგ. საზოგადოების არქივი და წიგნადი ფონდი მთლიანად გადაეცა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას.
სამივე თარიღს უღრმესი კავშირი აქვს ერთმანეთთან. ისინი გვახსენებენ, რომ ისტორია მხოლოდ წარსული არ არის“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.