leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველ ხალხს

„ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი მარცხდებიან. მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებენ 26 ოქტომბერს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხავსს ეჭიდება.

„მოიფიქრეს, მოდი, დამატებით უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. მათ არაფერი უშველით, უბნის დამატებას წყვეტს ხელისუფლება.

თუ დიასპორის წარმომადგენელს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუძლიათ. საელჩოებში შესაბამისი უბნებია გახსნილი. ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ მათ მონაწილეობის მიღება?

პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველ ხალხს, საქართველოს ინტერესებს. ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ