მამუკა მდინარაძე გვარამიას განცხადებაზე: ადასტურებენ, რომ საქართველოს ყიდიან, მაგრამ ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას!
„საოცარი ინფორმაციები ვრცელდება. უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო“, – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.
იგი ეხმიანება პარტია “ახლის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ “მთავარმა” გრანტი მოიგო, თუმცა, ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე.
მდინარაძის თქმით, უკვე ღიად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები საკუთარ ქვეყანას ყიდიან, რასაც ხალხი არ დაუშვებს.
“საოცარი ინფორმაციები ვრცელდება.
უკვე იმაში გვარწმუნებენ, მილიონებს მიზნობრიობის გარეშე გვაძლევენო…
უკვე ღიად ადასტურებენ, რომ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს ყიდიან, მაგრამ თავად ქვეყანა და ხალხი არ დაუშვებს ამას!
სამშობლო არ იყიდება!” – წერს მამუკა მდინარაძე.