leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი: სპეცსამსახურებმა იციან, ვინ არიან რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზატორები

“სპეცსამსახურებმა იციან, ვინ არიან რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზატორები და ყველაფერს გააკეთებენ მათ დასასჯელად”, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

„არიან ისინი, ვინც წავიდა და საბრძოლო ქვედანაყოფები შექმნა. არიან ისინი, ვინც ამის გაკეთებას აპირებდა. ყველა სამართალდამცავი ორგანო და სპეცსამსახურები აქტიურად არიან ამით დაკავებული. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა თქვა, სახელებით. ჩვენ ვიცით, ვინ არის ჩვენს ტერიტორიაზე (ტერორისტული) აქტების მომზადებისა და ჩატარების ორგანიზატორი“, – განაცხადა ბორტნიკოვმა.

ბორტნიკოვის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ დამნაშავეები დააკავონ და დასაჯონ. როგორც მან აღნიშნა, ახლა ტარდება სამუშაოს დიდი ნაწილი.

„ჩვენ ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არსებობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. შეუძლებელია, ეს არ იწვევდეს შეშფოთებას“, – განაცხადა „ფეესბეს“ ხელმძღვანელმა.

ასევე იხილეთ