leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: მიზანმიმართული კამპანიაა ატეხილი დამოუკიდებელი სასამართლოს წინააღმდეგ

„2001 წელს, როდესაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად მოგვევლინა, ფაქტობრივად, ამ პერიოდიდან იწყება ე.წ. NGO სექტორის შემოსევა ქართულ სახელმწიფოზე. ადამიანის უფლებებზე ბრძოლის მანტიითა და მართლმსაჯულების გაჯანსაღების ფასადური რეფორმებით, ამ პერიოდიდან დაიწყო სასამართლოს დისკრედიტაცია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალი“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, რითაც ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას: „2012 წლამდე სამართალი არ არსებობდა ქვეყანაში. სად იყვნენ ეს ადამიანები, როცა სასამართლო პრაქტიკულად გაუქმებული იყო? მაშინ რატომ არ ინტერესდებოდნენ ვიღაცის კეთილსინდისიერებით, ან სამართლიანობით?!“

როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არც „ვეტინგი” მოუთხოვიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს გაუკეთებიათ განცხადება სასამართლო სისტემის გაჯანსაღების თაობაზე.

მისი განმარტებით, დღეს მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, ვინაიდან ქართული მართლმსაჯულება არ ექვემდებარება გლობალურ პოლიტკონიუნქტურას.

„2001 წელს, როდესაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად მოგვევლინა, ფაქტობრივად, ამ პერიოდიდან იწყება ე.წ. NGO სექტორის შემოსევა ქართულ სახელმწიფოზე. ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის მანტიითა და მართლმსაჯულების გაჯანსაღების ფასადური რეფორმებით, ამ პერიოდიდან დაიწყო სასამართლოს დისკრედიტაცია, რაც ვარდების რევოლუციით გააძლიერა „ნაცმოძრაობამ“ და ბოლოს, ადეიშვილ-გვარამიას ხელით, სრულად პოლიტიზებული სასამართლო მივიღეთ, სადაც ქართული მართლმსაჯულება პროკურატურის დანამატად და ხელისუფლების სადამსჯელო მექანიზმად იქცა. არავის გაგახსენდებათ 2003-2012 წლებში არასამთავრობო სექტორის მოთხოვნილი „ვეტინგი“, სარევიზიო კომისია თუ რეპუტაციის შემოწმების მექანიზმი, რადგან 2006 წლამდე დაასრულა ნაცრეჟიმმა სისტემიდან არასასურველი მოსამართლეების გაყრა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონების დაწინაურება სასამართლო ხელისუფლებაში.

არც ის გაგახსენდებათ, რომელიმე საელჩოსა და ელჩს გაეკეთებინოს განცხადება, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება მოიკოჭლებს და გაჯანსაღება ესაჭიროება, რადგან ნაციონალური რეჟიმი სრულად ექვემდებარებოდა გლობალურ პოლიტკონიუნქტურას. ამიტომაცაა ახლა, რომ მიზანმიმართული კამპანიაა ატეხილი ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს წინააღმდეგ, რადგან ქართული მართლმსაჯულება არ ექვემდებარება პოლიტკონიუნქტურას“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

ასევე იხილეთ