leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკა კვეკვესკირი: აფხაზეთშიც უყურებდნენ თამაშს და მთელი გულით გვგულშემატკივრობდნენ

26 მარტის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ნიკა კვეკვესკირმა მატჩის დღე დეტალურად შეაფასა და განმარტა იმ შეძახილების მიზანი, რომლებსაც ფეხბურთელები რესპუბლიკის მოედანზე სკანდირებდნენ – „აფხაზეთი საქართველოა“ და „სამაჩაბლო საქართველოა“.

ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ მთელი გულით. მინდოდა. რომ პირველ რიგში, მათ გაეგოთ, რომ ჩვენ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით, მთელი ეროვნული ნაკრები ასე ვფიქრობთ და ამიტომ მგონია, რომ ამ ხალხისთვის განსაკუთრებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი. საქართველო იქნება ერთიანი, გამთლიანებული, მშვიდობიანი. ერთადერთმა, რამაც შეიძლება ასე გააერთიანოს, გაამთლიანოს და გააბედნიეროს მთელი საქართველო, იქნება სწორედ ის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნდეს ისეც ჩვენთან და ამ ხალხს, ჩემი ჩათვლით, აღარ ეწოდოს „დევნილი“, – განაცხადა კვეკვესკირმა “იმედის კვირასთან”.

 

 

 

ასევე იხილეთ