leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, თითქოს გვარამიას წინააღმდეგ იყო პოლიტიკური დევნა ან პოლიტიკური გადაწყვეტილება

“მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, თითქოს გვარამიას წინააღმდეგ იყო პოლიტიკური დევნა ან პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირიქით, დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის უკვე ფაქტი და ამას ვეღარავინ გაექცევა და ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, რა თქმა უნდა, სტრასბურგთან დაკავშირებით ამას ვეღარ იტყვიან”, – ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ „ენჯეო“ სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის ნაწილის განცხადებები გაიხსნა, რომლებიც გვარამიას საქმეზე გაკეთდა.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი და ქართველი აქტორი პირდაპირ ძირს უთხრის ქართულ მართლმსაჯულებას და შემდეგ ამ განწყობებს იყენებენ იმისთვის, რომ გვიბრუნებენ უკან, თითოს რაღაც სისტემური გამოწვევები არსებობს სასამართლოს წინაშე და თითქოს ამ სისტემურ გამოწვევებს სჭირდება რაღაც ექსტრაორდინარული პასუხები. ახლა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ე.წ. აღქმები თავად იმ აქტორების შექმნილია, რომლებიც მერე გვეუბნებიან, რომ რაღაც სისტემური ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას“, – განაცხადა პაპუაშვილმა “იმედის კვირასთან”.

 

 

ასევე იხილეთ