“მთელი საქართველო ერთად ემზადებოდა ამ გამარჯვებისთვის და ეს ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, ისეთი შემართებით იყო წარმართული, რომ შეუძლებელი იყო უბრალოდ, რომ ეს თამაში ჩვენი გამარჯვებით არ დასრულებულიყო”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა გულშემატკივარს – ვინც სტადიონზე იყო, ვინც ტელევიზორით გვიყურებდა. საოცრად ამაყები ვართ ფეხბურთელები, რომ ასეთი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოს და ასე შეუძლია ფეხბურთს და ჩვენს თამაშს ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.
დარწმუნებული ვარ, ყველას ერთი სული აქვს, რომ ის დღეები მოვიდეს და წავიდეთ უკვე ევროპის ჩემპიონატზე. მე უკვე ასე ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია მოლოდინი და ყველას გვინდა, რომ ეს გამარჯვება კიდევ უფრო განვამტკიცოთ და ძალიან კარგად წარმოვაჩინოთ თავი. გვგონია, რომ გვაქვს ამის ამბიცია და შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი და აუცილებლად გავივლით ამ მოსამზადებელ პერიოდს. იმედი გვაქვს ყველას, რომ თავს კარგად წარმოვაჩენთ და მეტოქეებს სიურპრიზებს შევთავაზებთ“, – განაცხადა კიტეიშვილმა “იმედი LIVE”-თან.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.