leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმირ ვაისი: ეს წარმატება დაიმსახურეს, ძალიან ბედნიერი ვარ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ფრანგი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა. მან გუნდს წარმატება მიულოცა.

„რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შესანიშნავი შედეგია. ვილი სანიოლი კარგი მწვრთნელია, რომელმაც ჩემს შემდეგ დიდი საქმე გააკეთა. ბოლო ათი წლის განმავლობაში, გასაოცარ გულშემატკივრებთან ერთად, საქართველოში ფეხბურთი წინ წავიდა.

მათ ეს წარმატება დაიმსახურეს, ძალიან ბედნიერი ვარ. ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კარგი გუნდი ჰყავთ. როგორ შეიცვალა საქართველოს ნაკრები ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთაც შანსი მივეცი, უკვე გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და კლასი აქვს.

სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონია ვერ დავამარცხეთ. მოხარული ვარ, რომ ისტორია არ განმეორდა. საბერძნეთთან ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მატჩი იყო, ამ გამარჯვების ბედნიერებას საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად ვიზიარებ“, – განაცხადა ვაისმა Telecomasia-სთან.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან (18 ივნისს, დორტმუნდში), ჩეხეთთან (22 ივნისს, ჰამბურგში) და პორტუგალიასთან (26 ივნისს, გელზენკირხენში) ითამაშებს.

 

ასევე იხილეთ