ნინო წილოსანი: ქალების მონაწილეობა არა მხოლოდ პოლიტიკაში, ზოგადად ყველაფერში, ქვეყნის სწორ და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
“ქალების მონაწილეობა არა მხოლოდ პოლიტიკაში, ზოგადად ყველაფერში, უზრუნველყოფს ქვეყნის განსაკუთრებულად სწორ და მდგრად განვითარებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ „ქართული ოცნების“ ნაწილი ვართ, ამიტომ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გავაქტიურდებით. მთელი ეს 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრ ქალებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, საკუთარი ელექტორატი გაუჩნდეს. ვიცით, რომ არჩევნები ზუსტადაც რომ ამომრჩეველთან სწორ კომუნიკაციასთან, მათი საჭიროებების ზუსტად დანახვასთან და ამ ყველაფრის საარჩევნო პროგრამაში შეტანასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება ჩვენი წვლილი. ვფიქრობ, გავზრდით ქალების მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განაცხადა წილოსანმა „იმედი LIVE“-ში.