leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: სახელმწიფო სერვისები მუდმივად უმჯობესდება, რათა ძალადობა გამოვლილ ქალებს დავეხმაროთ

ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორწლიანი მუშაობის შედეგებსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

“განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე გვაქვს, ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებზე, ქალების პოლიტიკურ გაძლიერებაზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის ფარგლებში შევხვდით 40 ათასზე მეტ ქალს, დაახლოებით 20 ათასამდე ქალის ორგანიზება მოვახერხეთ „ვარდისფერი კამპანიის“ ფარგლებში, რომ სკრინინგის პროგრამაში ჩართულიყვნენ. ანუ, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ქალების ცნობადობისა და მათი მონაწილეობის გაზრდა მოვახერხეთ“, – განაცხადა წილოსანმა „იმედი LIVE“-თან.

ასევე, მან ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრობლემაზე ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მიხარია, რომ მზარდი არის ქალების მხრიდან ამ ძალადობაზე საუბარი. სახელმწიფო სერვისები მუდმივად უმჯობესდება, რათა ძალადობა გამოვლილ ქალებს დავეხმაროთ“, – აღნიშნა წილოსანმა.

 

ასევე იხილეთ