leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ზუსტად ლგბტ პროპაგანდისთვის არის „მთავარი არხის“ გრანტი გამოყოფილი

„არამიზნობრივად მსგავსი თანხები და გრანტები რომ არ შემოდის და არ იხარჯება, ზუსტად ლგბტ პროპაგანდისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „მთავარი არხისთვის“ გრანტის გამოყოფის შეფასებისას განაცხადა.

„მათ ვერ ჩააბარეს კეთილსინდისიერების ელემენტარული ტესტი. არამიზნობრივად მსგავსი თანხები და გრანტები რომ არ შემოდის და არ იხარჯება, ეს თითოეულმა მოქალაქემ იცის. ზუსტად ლგბტ პროპაგანდისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობდით გამჭვირვალეობის კანონზე, რასაც ეს ადამიანები რუსულ კანონს უწოდებდნენ, სწორედ მსგავს საკითხებზე იყო – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ლგბტქ ადამიანების პროპაგანდას საქართველოში“,– აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ ჯგუფს ქვეყნის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს.

„მათ აქვთ დესტაბილიზაციის ინტერესი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თუ იმას ვერ აცნობიერებენ, რომ მსგავსი ბნელი და ჩრდილოვანი დაფინანსებით წარმატების მიღწევა შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში, მით უარესი იქნება მათთვის, ვინაიდან კიდევ უფრო მძიმე პასუხს მიიღებენ ჩვენი საზოგადოებისგან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტი შემოდის და გრანტის მიმღები „მთავარი არხია“. გრანტის მიღება დაადასტურა ნიკა გვარამიამ. თუმცა, მისი განცხადებით, ტელევიზიამ გრანტი მიზნობრიობის გარეშე მიიღო.

ასევე იხილეთ