leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას ვიშვიში რატომ აქვს, ვიცით

საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 90 პროცენტზე მეტი ჩატარდება ელექტრონულად, რაც საერთაშორისოდ აღიარებულია. თუ სადმე ტექნიკური ხარვეზი იქნება და ვინმე სადმე მისვლას ვერ ახერხებს, არსებობენ საელჩოები და საკონსულოები, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას ხალხი მხარს არ უჭერს, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლა სურს.

„ოპოზიციას ვიშვიში რატომ აქვს, ვიცით. ხან ემიგრანტებს ჩამოეკიდნენ, ხან ლგბტ თემას და ხან თავიანთ პატრონებს, მაგრამ ისეთი ფორმულა არ ყოფილა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნები წააგოს და გამარჯვებულად გამოაცხადო. ოპოზიციას ეს უნდა, მერე რა, რომ ხალხი მხარს არ უჭერს. გვეუბნებიან, როგორმე მოახერხეთ, ხელისუფლებაში მოვიდეთო და ამას ვერ გავაკეთებთ. „ნაცმოძრაობის“ დროს არჩევნებში გაცილებით ნაკლები ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ვიდრე ჩვენს დროს. მათ რა გააკეთეს იმისთვის, რომ მეტ ემიგრანტს მიეღო მონაწილეობა? არაფერი“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ასევე იხილეთ