გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ მოსამართლეებზე, რომლებიც შეიძლება კანფეტებზე გაიყიდონ
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ვეტინგის მომხრე მოსამართლეების უცხოეთში მოგზაურობას გამოეხმაურა.
„ბავშვი რომ დაგიჯერებს და მერე წაიყვან, უყიდი შოკოლადებს და ეტყვი, რომ თუ დამიჯერებ და კიდევ იტყვი, რასაც დაგავალებ, კიდევ წაგიყვან – ამას ჰგავს სამწუხაროდ ამ რამდენიმე მოსამართლის ვოიაჟი უცხოეთში, როდესაც მათ პრაქტიკულად უარი თქვეს კეთილსინდისიერებაზე, თქვეს: „ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა კეთილსინდისიერები“. ამიტომ წაიყვანეს, შოკოლადებს უყიდიან, ჩამოვლენ და ეტყვიან: „კიდევ თუ იტყვით, რასაც გეტყვით, კიდევ წაგიყვანთ და კიდევ გიყიდით კანფეტებს“. სამწუხაროა ეს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ მოსამართლეებზე, რომლებიც შეიძლება რომ გაიყიდონ კანფეტებზე“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
„ქრონიკის“ წყაროს ინფორმაცია დადასტურდა: ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა ვეტინგის მომხრე სამი მოსამართლე იტალიაში წაიყვანა.