leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: სასამართლოზე ორგანიზებული შეტევა 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა

„სასამართლოზე ორგანიზებული შეტევა 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, სასამართლომ კი არ გაუმართლა იმედები „ნაცმოძრაობას“ და მათი დახმარებით არ მოხდა რევოლუცია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეებზე შეტევის უკან დგანან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები.

„ეს სასამართლოს თემა არ არის ახალი. სასამართლოზე ორგანიზებული შეტევა 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, სასამართლომ კი არ გაუმართლა იმედები „ნაცმოძრაობას“ და არ მოხდა რევოლუცია სასამართლოს დახმარებით. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ იმ პოზიციაზე დგანან, რაც დღევანდელ პოზიტიურ რეიტინგებში უკვე აისახება საკმაოდ მაღალ დონეზე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა.

ასევე იხილეთ