leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე სტენსილების კამპანიაზე: რა თქმა უნდა, ეს წარწერები არის სასამართლოზე შეტევის ნაწილი

არჩილ თალაკვაძე სტენსილების კამპანიას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს კამპანია წინასწარ იყო დაორგანიზებული.

„რა თქმა უნდა, ეს წარწერები არის სასამართლოზე შეტევის ნაწილი, იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს, რაშიც იხარჯება სერიოზული რესურსი, ჩართულია ბევრი ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი თუ ოპოზიციის მიერ მართული მედიები, მათი ლობისტები და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ თავს ესხმიან ქართულ სასამართლოს. ამიტომ, ცხადია, რომ ეს არის დაორგანიზებული. სხვანაირად ვერ მოხდებოდა ერთდროულად [წარწერების გაკეთება] და ვერ მოხდებოდა ოპოზიციური მედიის მიერ დილის 7 საათიდან საინფორმაციო კამპანიის გაშლა“, – მიიჩნევს თალაკვაძე.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიგაურისა და მშვენიერაძის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „ნაცმოძრაობამ“ ე.წ. სტენსილების კამპანია ერთად დაგეგმეს.

 

ასევე იხილეთ