leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: თუკი რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ესაა უსაფუძვლო გადაწყვეტილებები

მიგვაჩნია და ხელის გულზე დევს ფაქტები, რომელთა  მიხედვითაც ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა სანქცირებული  – სავიზო სანქციები, არ აქვს მნიშვნელობა, ამ სანქციებს რა ფორმა ექნება – ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც ენჯეო სექტორის რიგი წარმომადგენლები და “ნაცმოძრაობა” და მისი სხვადასხვა მიმართულების განშტოებები მიმართავენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან გაიხსენა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის და მისი ოჯახის მისამართით წარმოებული ბულინგის კამპანია და აღნიშნა, რომ ჩხიკვაძის მიმართ გამოთქმული კრიტიკის უსაფუძვლობა სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლება კატეგორიულია თავის მოთხოვნაში, მოეხსნათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს, ვინაიდან მსგავსი სახის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს.

არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, არამედ საპირისპირო მტკიცებულების სახით მივიღეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ასევე იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როდესაც ვიხილეთ ერთი ყოფილი და სამი მოქმედი მოსამართლის დასანქცირება, ამის შემდეგ პრაქტიკულად სანქცია დაედო ამასთან ერთად ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და მას, როგორც მოსამართლეს, არ ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, ამ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები. მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და რეალურად, ეს იყო ბულინგი. ალბათ, დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი რაღაც ფორმით დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების წინაშე. მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო. წარმოუდგენელია, თან მართალი იყო და თან შენ და შენი ოჯახის წევრებს ისე გაბულინგებდნენ, რომ გარკვეული სამედიცინო ჩარევებიც კი სჭირდებოდეს ამის გამოსწორებას.ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი. შესაბამისად, თუ რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დასანქცირება. ამიტომ, ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების უფლება.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ