leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნეთანიაჰუ: დროა ჩვენი ქვეყნიდან „ჰამასის“ რუპორი გავაძევოთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ტერორისტული ტელეარხი“ Al Jazeera ისრაელიდან არ იმაუწყებლებს.

„Al Jazeera-მ ზიანი მიაყენა ისრაელის უსაფრთხოებას, აქტიურად მონაწილეობდა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში. დროა ჩვენი ქვეყნიდან „ჰამასის“ რუპორი გავაძევოთ. ტერორისტული ტელეარხი Al Jazeera ისრაელიდან არ იმაუწყებლებს. დაუყოვნებლივ ვიმოქმედებ ახალი კანონის შესაბამისად ტელეარხის აქტივობის შესაჩერებლად“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ისრაელის პარლამენტმა Al Jazeera-ს შესახებ კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას ანიჭებს დროებით უფლებამოსილებას, გათიშოს უცხოური საინფორმაციო ქსელები ისრაელში, თუ მიიჩნევს, რომ ისინი ზიანს აყენებენ ეროვნულ უსაფრთხოებას.

ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა, შლომო კარჰიმ საბოლოო კენჭისყრის შემდეგ პირობა დადო, რომ კატარის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო არხი უახლოეს დღეებში დაიხურება და თქვა, რომ ისრაელში „ჰამასის“ რუპორებისთვის გამოხატვის თავისუფლება არ იქნება.

ასევე იხილეთ