leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მალტის ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მალტაში გაემგზავრა, სადაც უეფა-ს ტურნირზე, Development Cup-ზე ითამაშებს.

მალტაში საერთაშორისო ტურნირი 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოსა და მასპინძლების გარდა, უეფა-ს მხარდაჭერით გასამართ შეჯიბრებაზე ლიხტენშტეინისა და ანდორას ნაკრებებიც მიიწვიეს.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები პირველ შეხვედრას 3 აპრილს ლიხტენშტეინთან გამართავს, 5 აპრილს ანდორას შეხვდება, ხოლო 8 აპრილს ჩვენი გუნდი მასპინძელ მალტას დაუპირისპირდება.

„დინამო თბილისის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ტურნირზე ყველაზე მეტი მოთამაშე (9) თბილისური გუნდის საფეხბურთო აკადემიიდან გამოიძახეს – მათე ჭელიძე, ლუკა ციკოლია, ანდრია ნიჟარაძე, ანდრია ბართიშვილი, კობა კაკაშვილი, საბა ხოფერია, ალბერტ მადოიანი, ლუკა ჯაბუა და სანდრო მიქაუტაძე.

ასევე იხილეთ