ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან მინდა რომელიმე ქვეყნის საელჩო გამოვიდეს და თქვას, რომ არ შეიძლება სასამართლოზე და ადამიანებზე ასეთი ბულინგი
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„სასამართლო სისტემის სხვადასხვა პროფესიული კვლევების, რეიტინგებისა თუ შეფასებების კუთხით ყველა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს სრულად ვაკმაყოფილებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ბრძოლა სასამართლოს სისტემის დისკრედიტაციისათვის არგუმენტებით რომ ვეღარ ხერხდება, გამოყენებულია ბოლშევიკური, გნებავთ გებელსეული ფორმები, მე ძალიან მინდა რომელიმე ქვეყნის საელჩო გამოვიდეს და თქვას, რომ არ შეიძლება სასამართლოზე და ადამიანებზე ასეთი ბულინგი, რომელიც საბოლოო ჯამში სასამართლოს სისტემის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული და სასამართლოს შიგნით უნდობლობის გაღვივებისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა” თანამოაზრე ორგანიზაციებთან ერთად სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელ წარწერებს ავრცელებს. ე.წ. სტენსილების კამპანიაში, „ქრონიკის“ ინფორმაციით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული.