leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დაუყოვნებლივ გადახედოს სანქციებს, რათა არ დაზიანდეს სასამართლო ხელისუფლება

„ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დაუყოვნებლივ გადახედოს ამ მიდგომას, ამ სანქციებს, რათა არ დაზიანდეს სასამართლო ხელისუფლება”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

„გამოსწორდეს ის შეცდომა, რომელიც დაუშვეს, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს მეხუთე კოლონა და მუდმივად აპელირებს სწორედ ამ სანქციებზე, რომლებიც, მართალია, მხოლოდ ვიზების გაცემას შეეხება, თუმცა მაინც ახერხებენ აპელირებას და პირდაპირ აზიანებენ დამოუკიდებელ სასამართლოს კლიშეებით. იყო კლანი, ახლა არიან სანქცირებული მოსამართლეები და მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას უსამართლოდ ნათლავენ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

ასევე იხილეთ