leaderboard_below_slide
left_sabechdi

„მოგზაურობა ლონდონიდან თბილისამდე“ – ცნობილი ბრიტანელი იუთუბერი საქართველოს შესახებ

მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ უოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა. კარლ უოთსონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ციფრული კონფერენციის „TRAVERSE“ ფარგლებში იმოგზაურა.

დოკუმენტური ფილმი „Midnight Train To Georgia“ რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და ნაჩვენებია  კარლ უოთსონის მოგზაურობა ლონდონიდან თბილისამდე.

ფილმში  ნაჩვენებია თბილისის ისტორიული უბნები, ეკლესიები,  კვების ობიექტები, ქართული კერძები, ღვინო, ასევე „TRAVERSE“-ის ფარგლებში თბილისში გამართული კონფერენცია, რომელსაც 180-მდე ინფლუენსერი ეწვია დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კარლ უოთსონმა Youtube-ის მომხმარებელს გააცნო გუდაური, სამთო კურორტის ინფრასტრუქტურა, დაბა სტეფანწმინდა და გერგეტის სამება.

ციფრული კონფერენცია „TRAVERSE“ თბილისში იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში  გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით,  ინფლუენსერებმა თბილისში, მესტიაში,  გუდაურში და სხვა ადგილებში იმოგზაურეს. ინფლუენსერებმა საქართველოს შესახებ  ბლოგები, პოსტები,  სთორები და ვიდეო რგოლები მოამზადეს.

ასევე იხილეთ