leaderboard_below_slide
left_sabechdi

შს მინისტრის მოადგილე უწყების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ხელმძღვანელმა დუშან ქერინმა გახსნეს.

მინისტრის მოადგილემ შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს გააცნო სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ხაზი გაუსვა საბჭოს ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო აქტივობების განხილვას.

ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.

 

ასევე იხილეთ