leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: სამართლიანობა დააქცია და დაანგრია ადეიშვილმა საკუთარ სამშობლოში

„ჩვენ გვაქვს ცალსახად სამწუხარო მოცემულობა – საქართველო ცალმხრივად არის პარტნიორულ ურთიერთობაში უკრაინასთან და უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების ბობოლების ძალიან დიდი რაოდენობა არაფრად დაგიდებთ არც ძმურ, არც დიპლომატიურ ურთიერთობებს და არც საერთაშორისო სამართალს”, – ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ ჰააგაში, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის გამოჩენაზე საუბრისას განაცხადა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ქართულ ხელისუფლებას და მის მოთხოვნებს პრაქტიკულად აბუჩად იგდებს.

„ჰააგაში ძებნილის, დამნაშავის თანხლება როგორც ჩანს გახდა იმის საბაბი, რომ მათ მიიღეს მწვავე მესიჯები მასპინძლებისგან, რადგან ეს შეურაცხყოფდა არა მხოლოდ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, არამედ ამ შემთხვევაში უკვე იმ პლატფორმას, რომელიც ჰააგაში იყო. რა გაუჭირდა ამ 40-მილიონიან ქვეყანას, რომ საქართველოს მიერ ძებნილი, მსჯავრდებული ადამიანი არ იყოს მათი მთავარი კონსულტანტი? სამართლიანობა დააქცია და დაანგრია ადეიშვილმა საკუთარ სამშობლოში და უკრაინაში როგორ უნდა აღადგინოს ჩემთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა ოდიშარიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

ასევე იხილეთ