leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია ოპოზიციის ნაწილს: თქვენ აზიანებთ ჩვენს პროდასავლურ მისწრაფებებს

„რა არის ანტირუსული? ანტიევროპული და პრორუსული სად არის? თქვით, სად არის პრორუსული? სად წაიკითხეთ პრორუსული პასაჟი, ან საერთოდ რუსული?! თქვენ ხართ პრორუსულები! რუსული ძალა თქვენ ხართ! თქვენ ფარავთ იმ დაფინანსებას, რასაც იღებთ და რაში ხარჯავთ?” – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირება გააპროტესტა.

„რომელია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია? „სირცხვილია“ თუ სხვა მსგავსი ორგანიზაცია, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელები. თუ ის სემინარებია პროევროპული, ხალხს რომ ასწავლით იარაღის სროლას?! თქვენ იღებთ ამ ფულს, თქვენ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს გხვდებათ წილი. ერთმანეთზე კუდებით ხართ გადაბმული, კიდევ ფინანსური არხებით. სწორედ ამიტომ არ გინდათ, რომ გამჭვირვალე იყოს, საზოგადოებამ გაიგოს საიდან მოდის და რაში ხარჯავთ. თქვენ აზიანებთ ჩვენს პროდასავლურ მისწრაფებებს, თქვენ აზიანებთ ხალხში იმ ინტერესს და სურვილს, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში გაწევრიანებასთან“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.

ასევე იხილეთ