leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის რუპორი და ინსტრუმენტი

„ტელევიზია „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის რუპორი და ინსტრუმენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„გუშინ, ბატონმა გვარამიამ თქვა, რომ ტელეპარტია მას „მთავარის“ სახით აქვს. უცხოეთიდან ასეთი დაფინანსება გულისხმობს, რომ ეს მიემართება პარტიულ დაფინანსებაში. წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ქვეყანა მეორეში აფინანსებდეს პარტიას?! ეს აკრძალულია ყველა ქვეყანაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტი შემოდის და გრანტის მიმღები „მთავარი არხია“. გრანტის მიღება დაადასტურა ნიკა გვარამიამ. თუმცა, მისი განცხადებით, ტელევიზიამ გრანტი მიზნობრიობის გარეშე მიიღო.

ასევე იხილეთ