leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე ადეიშვილზე: სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის

„სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ამჟამად ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებული შესაბამისი კითხვის  საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის სამარცხვინო, რომ კონკრეტული კრიმინალი დადის ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში. ეს არის უმძიმესი თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის და ხალხის წინაშე. ევროპა ერთგვარ თავშესაფრად იქცა კრიმინალებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ