ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, უკვე გვაქვს კონსულტაციები სხვა პარტიებთან
„ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „გამჭვირვალობის კანონის“ კომენტირებისას.
ჯაფარიძის თქმით, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს.
„ჩემი აზრით, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის [„გამჭვირვალობის შესახებ“] გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ. ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე, 26 ოქტომბერს.
ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს, ეს სჭირდება ამ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება ნორმალური სასამართლო, ნორმალური არჩევნები, მათ შორის ეს მოგვცემს საშუალებას რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, მე არ ვიცი, ამის მზაობა რამდენად არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.