leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: ვისაც უცხოური დაფინანსება აქვს, სახელმწიფო მხოლოდ ამის დეკლარირებას ითხოვს, ამის იქით არაფერი ხდება! – დავასრულოთ მითები

„მისგან, ვისაც უცხოური დაფინანსება აქვს, სახელმწიფო მხოლოდ ამის დეკლარირებას ითხოვს – ამის იქით არაფერიარ ხდება! – კანონთან დაკავშირებით მითების გავრცელებას არავის ვურჩევ! დავასრულოთ მითები და საგნობრივ დისკუსიაში შევიდეთ“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ ინიცირებაზე საუბრისას გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, კანონპროექტით „საბაზისო მოთხოვნა წესდება, რაც აქამდე პოლიტიკოსებისთვის, ბიზნესისთვის და სხვა სექტორებისთვის იყოს დაწესებული“.

„არავის მივცემთ საშუალებას, რომ საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანონ და უსაფუძვლო არგუმენტებით ხელისუფლებასა და ქვეყნის იმიჯზე თავდასხმა სცადონ.

შემოგვაქვს სტანდარტი, რომლითაც ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გამჭვირვალობის ვალდებულება წესდება, ისევ როგორც აქამდე ჰქონდა სხვა სექტორებს, მათ შორის ჩვენ – სახელმწიფო თანამდებობის პირებს. საზოგადოებასა და მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება იცოდნენ, რომ ის, ვინც საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობს ან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე რაიმე ზეგავლენას ახდენს, ვინ არის და ვისგან ფინანსდებიან. ამაზე უარის თქმა ერთადერთ რამეზე მეტყველებს, რომ მათ არ სურთ, გამჭვირვალობის სტანდარტი დააკმაყოფილონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში ზუსტად იმავე ტექსტით დაინიცირდება, როგორიც შარშანდელი კანონპროექტი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდება.

 

ასევე იხილეთ