leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი: მელიას მეგობარმა, ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა გააპროტესტა გამჭვირვალობის კანონი

„მელიას მეგობარმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა ალადაშვილმა გააპროტესტა გამჭვირვალობის კანონი. დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ აქვს, რა წერია კანონში“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ალადაშვილის ბიოგრაფიიდან ცნობილი ხდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იგი რუსეთის კლუბებში თამაშობდა. სოციალური ქსელიდან კი ჩანს, რომ ალადაშვილი “აწყვეტილი ნაცია”.

„მელიას მეგობარმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა ალადაშვილმა გააპროტესტა გამჭვირვალობის კანონი. დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ აქვს, რა წერია კანონში. მის ბიოგრაფიას გადავხედე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში ჯერ „ანჟი მახაჩკალაში” და შემდეგ “სკა ენერგია ხაბაროვსკში” უთამაშია. ფეისბუქსაც თუ გადავხედავთ, აწყვეტილი ნაცია. მე მგონი, კითხვის ნიშნები აღარ არის!” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ