left_sabechdi

სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში”, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ბოლო დღეებში კრემლმა წამოიწყო ახალი თავდასხმები, დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას. რუსეთი აგრძელებს ზეწოლას ფრონტის ხაზზე. ამიტომ ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ უკრაინის მხარდაჭერაში. მე მივესალმები, რომ მოკავშირეები განაგრძობენ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიწოდებას. მაგრამ უკრაინას აქვს გადაუდებელი საჭიროებები. მხარდაჭერის უზრუნველყოფის ნებისმიერ შეფერხებას მოჰყვება შედეგები ბრძოლის ველზე. ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მხარდაჭერის დინამიკა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე იხილეთ