leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბიძინა გიორგობიანი: იმ მიზნებს, რა მიზნების განხორციელებასაც ისინი ცდილობენ საზღვარგარეთიდან მიღებული ფულით, ამომრჩევლების მიერ არჩევნებზე ადეკვატური პასუხი გაეცემა

„იმ მიზნებს, რა მიზნების განხორციელებასაც ისინი ცდილობენ საზღვარგარეთიდან მიღებული ფულით, ამომრჩევლების მიერ არჩევნებზე ადეკვატური პასუხი გაეცემა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა უცხოურ დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

მან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იმ მიზნებს, რა მიზნების განხორციელებასაც ისინი ცდილობენ საზღვარგარეთიდან მიღებული ფულით, ამომრჩევლების მიერ არჩევნებზე ადეკვატური პასუხი გაეცემა. ეს მოხდება 2024 წელსაც და ალბათ, 2028 წელსაც. აპრიორულად საქართველოს მოქალაქეები და ამომრჩევლები მათ ჰგონიათ, რაღაც დაბალი დონის ადამიანები, რომლებზეც საზღვარგარეთიდან მიღებული დირექტივებითა და იქიდან მიღებული თანხით მანიპულაცია უნდა განახორციელო და მიზანს მიაღწიო.

დღევანდელ დროში არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რაკეტა გესროლონ. ეს რბილი ძალის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, როდესაც უცხო ქვეყნები პროექტების საშუალებით ახდენენ გავლენას ადამიანების გონებაზე და მანიპულირებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებით ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან“, – განაცხადა გიორგობიანმა.

ასევე იხილეთ