სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშების „რა? სად? როდის?“ შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა
2024 წ. 2 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშების „რა? სად? როდის?“ შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა.
თამაშის დაწყებამდე სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტურავამ.
რექტორმა ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას ქვეყნის აღმშენებლობისა და თითოეული ახალგაზრდის წარმატებული მომავლისთვის.
ფინალურ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა „West Side“, მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტელექტუალები „ავი მუსაიფი“ და „ღვთაებრივი ტრაგედია“ მესამე პრიზიორი გახდა.
პირველ ადგილზე გასული გუნდი დასაჩუქრდა სულაკაურის წიგნის მაღაზიის 200-ლარიანი ვაუჩერით, ასევე სამაგიდო თამაშების ერთდღიანი ულიმიტო ბილეთებით; მეორე ადგილზე გასულებმა მიიღეს სულაკაურის წიგნის მაღაზიის 200-ლარიანი ვაუჩერი; მესმე ადგილზე გასულმა ინტელექტუალებმა მიიღეს სულაკაურის წიგნის მაღაზიის 150-ლარიანი ვაუჩერი.
გუნდები დააჯილდოვეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი კუპატაძემ და ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ათანელიშვილმა.
ტურნირის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს სულაკაურის წიგნის მაღაზიასა და ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანია „K77 energy drink“-ს ამ მნიშვნელოვანი დღის გალამაზებისთვის.
ტურნირში კონკურსგარეშე მონაწილეობა მიიღეს თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. თამაშში ნაჩვენები კარგი შედეგისთვის, სამახსოვროდ ჟურნალ „თეატრის“ 2023 წლის ყველა ნომერი გადაეცათ.
ამ სეზონის ოთხივე თამაშს უძღვებოდა ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ცოტნე ჟვანია.
ტურნირის იდეის ავტორი და ორგანიზატორი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი საბა ჟღენტი.