leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში

„მოვუწოდებ ყველას და ჩვენც ასე მოვიქცევით – იმ ბიჭებს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ, იმ ხალხს და ფეხბურთის თემის გამოყენებას კი თავი დაანებონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება გუშინ შეგნებულად გავრცელებულ ტყუილს, მაგალითად, ფეხბურთთან დაკავშირებით – ამაზე დიდი მავნებლობა არ არის და მე მოვუწოდებ ყველას და ჩვენც ასე მოვიქცევით – იმ ბიჭებს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ და იმ ხალხს, ფეხბურთის თემის გამოყენებას თავი დაანებონ. ის გმირი ბიჭები, რომლებმაც უდიდესი წარმატება მოუტანეს მსოფლიოს და ევროპის ასპარეზზე ქართულ სახელმწიფოს, თავიანთ გუნდს, ეროვნულ ნაკრებს, შეიძლება ზოგს რაღაც წარმოდგენა ჰქონდეს, ზოგს კიდევ რაღაც წარმოდგენა, ნუ გავხდით 1% რისკადაც კი დაპირისპირების საფუძვლად, ნუ შევაგდებთ ამ თემას. დავანებოთ თავი სპორტსმენებს. სად მივდივართ? ევროპაში. ამ კანონითაც, დიახ, ეს კანონიც, მათ შორის ევრორეკომენდაციაა.

რაც შეეხება ტყუილს, გუშინ რომ არ დაგვეინიცირებინა, ეს კანონი თავის ვეტოიანად გადავიდოდა ევროპის ჩემპიონატის პერიოდში. გუშინ დაინიცირება იყო ერთადერთი გზა, რომ ფეხბურთის პერიოდს არ დასწეოდა ამ კანონის განხილვა და გარკვეული ვნებათაღელვა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ფეხბურთის პერიოდში ამაზე საუბარი არ ყოფილიყო – დამთავრებული იქნება ყველაფერი.

მეორე დიდი ტყუილი იყო, რომ იმიტომ განიხილავენ არადაჩქარებული წესით, რომ ფეხბურთს დაამთხვიონო – ჯერ ერთი არ ემთხვევა, მაგრამ წაიკითხონ რეგლამენტი – ახალი კანონი არადაჩქარებული წესით არ განიხილება. შესაბამისად, ეს კანონი დაჩქარებული წესით ვერ განიხილება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ