left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილმა და გივი მიქანაძემ პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ მონაწილეებს სიგელები გადასცეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა 15 სკოლის 30-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.

ორი კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც სასწავლო ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობდა, ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ.

შეხვედრებისას მათ გააცნეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მოკლე ისტორია და მიმართულებები; საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ასევე, პარლამენტის როლი, სტრუქტურა და ფუნქციები.

საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-ზე მეტი მოსწავლე.

ასევე იხილეთ