აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა საბოლოოდ შეუერთდება NATO-ს, რადგან NATO-ს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კვლავ მყარია.
„უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინას ამ წევრობისკენ ხიდის აშენებაში“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.