top_leaderboard
left_sabechdi

CNN: ბაიდენი განრისხებულია ღაზაში WCK-ის 7 თანამშრომლის დაღუპვის გამო

თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. საუბრის ერთ-ერთი თემა ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების დაღუპვის საკითხი იქნება. აღნიშნულის შესახებ CNN ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

წყარო ამბობს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მომხდარის გამო განრისხებული და დამწუხრებულია.

„ბაიდენი მზად არის, ნეთანიაჰუს ეს ყველაფერი უთხრას საუბრის დროს“, – აცხადებს წყარო.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი ნეთანიაჰუსთან საუბრისას ასევე განიხილავს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების საკითხს.

თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ვერ იცავს სათანადოდ მშვიდობიან მოსახლეობას.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ორგანიზაციამ ღაზაში მუშაობა შეაჩერა. ინციდენტს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდასხმა სამხედროების მხრიდან „უნებლიე“ იყო და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ დამფუძნებელი ხოსე ანდრესი Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმა, რომელმაც ღაზაში შვიდი თანამშრომელი იმსხვერპლა, არ იყო შემთხვევითობა და ორგანიზაციის მანქანები ისრაელის სამიზნე სისტემატურად იყო.

ასევე იხილეთ