top_leaderboard
left_sabechdi

კახა კახიშვილი: თავად ევროკავშირის პარლამენტმა გამოსცა დირექტივა, სადაც პირდაპირ ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც უცხოური სახელმწიფოს როლს გამოავლენს

„თავად ევროკავშირის პარლამენტმა გამოსცა დირექტივა, სადაც კი არ სთხოვს, პირდაპირ ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც უცხოური სახელმწიფოს როლს გამოავლენს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩარევა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„აქედან ჩანს, რომ ევროპის კავშირი არის ერთი დიდი ოჯახი და ყველა ქვეყანა ცხოვრობს ერთი წესით. აბა რომელიმე ევროკავშირის ქვეყანამ გაბედოს და სხვის ქვეყანაში ჩაყოს ცხვირი. ევროკავშირის ქვეყნები პირველ რიგში საკუთარ სუვერენიტეტზე ფიქრობენ და მერე ფიქრობენ ევროკავშირის ინტერესებზე. ყველა გამოდის საკუთარი ინტერესებიდან. ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ხვალ ან ზეგ, ამ ქვეყანაში რამე რომ მოხდეს, არც სტოლტენბერგი და არც სხვა ჩინოვნიკები გვიშველიან. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

ასევე იხილეთ