top_leaderboard
left_sabechdi

კახი კახიშვილი: ყველა ქვეყნის სურვილია, აკონტროლოს ან მეზობლის, ან სტრატეგიული მდებარეობის ქვეყნის სიტუაცია

„ყველა ქვეყნის სურვილია აკონტროლოს ან მეზობლის, ან სტრატეგიული მდებარეობის ქვეყნის სიტუაცია. ეს ჩვეულებრივი ამბავია გეოპოლიტიკურ ომებში და ჩვენ ამას ვხედავთ კიდეც”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახი კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც შარშან მოხდა შეთანხმება, რომ სიტყვა აგენტი იქნებოდა ამოღებული კანონპროექტიდან და ყველაფერი მიმდინარეობდა ნორმალურად, კონკრეტულ განცხადებებამდე.

„შარშანაც, როდესაც „ხალხის ძალის“ მიერ მოხდა კანონპროექტის ინიცირება, პირველივე აღშფოთებისთანავე თავად ინიციატორებმა გააკეთეს განცხადება, რომ სიტყვა აგენტს, რაც ნამდვილად არასასიამოვნო იყო ჟღერადობის კუთხით საქართველოში, ამოიღებდნენ და ამაზე იყო შეთანხმება. როდესაც უკვე შევთანხმდით, რომ სიტყვა აგენტი იქნებოდა ამოღებული ყველაფერი მიმდინარეობდა ნორმალურად, მანამდე, ვიდრე „საქართველოში შავი დღე გათენდება“ საელჩოების ასეთი განცხადებები გვახსოვს, გაუგებარი მიზნებით და მიზეზებით.

აქ ხომ არ არის საუბარი მხოლოდ უფლებრივ ენჯეოებზე, ხომ არის რელიგიური და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები. ვიღაცები ცდილობენ საკუთარი რელიგიის გაძლიერებას, ვიღაცები ფიქრობენ აზრის ფორმირებას, თუნდაც საზღვრისპირა მოსახლეობაში, ვიღაც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ქაოსები შეგიქმნას იმ მომენტში, როდესაც შენ რაღაც გარკვეული პრობლემა შეიძლება შეგექმნას. ანუ, ყველა ქვეყნის სურვილია აკონტროლოს ან მეზობლის, ან სტრატეგიული მდებარეობის ქვეყნის სიტუაცია. ეს ჩვეულებრივი ამბავია გეოპოლიტიკურ ომებში და ჩვენ ამას ვხედავთ კიდეც“, – აღნიშნა კახი კახიშვილმა.

ასევე იხილეთ