top_leaderboard
left_sabechdi

კახა კახიშვილი: არაფერი გვაინტერესებს, უბრალოდ წლის ბოლოს მოგვცენ ინფორმაცია, ისიც მომხდარის შემდეგ

„ძალიან მარტივი ამოცანა დგას, აქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ მოდით, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თქვენ მიერ მიღებული გრანტები და შემდეგ, თუ ჩვენგან თანხმობა არ იქნება, გრანტები არ გაიცემა. ამაზე საუბარი საერთოდ არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, გრანტებს არასამთავრობოები ჩვეულებრივ მიიღებენ, უბრალოდ ექნებათ ვალდებულება თანხების გამჭვირვალობაზე. კახიშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტით არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაფინანსების შესახებ შეჯამებული ინფორმაცია წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ – თუ ვისგან, რა დაფინანსება მიიღეს.

„არაფერი არ გვაინტერესებს, უბრალოდ წლის ბოლოს მოგვცენ ინფორმაცია, ისიც მომხდარის შემდეგ. თუ იმაზეა საუბარი, ჩვენ რომ წინასწარ გითხრათ რაში უნდა ავიღოთ გრანტი, შემდეგ თქვენ ხელს შეგვიშლით – ამაზე საუბარი არ არის! მაგალითად, შეგიძლია თებერვალში აიღო გრანტი და ვალდებულება, რომ ამ გრანტის შესახებ ინფორმაცია შეავსო – თანხის ოდენობის, გამცემის შესახებ და მიზნების შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ მომავალი წლის იანვარში, ანუ 11 თვის შემდეგაა საჭირო“, – განაცხადა კახიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

ასევე იხილეთ