top_leaderboard

პაატა ბურჭულაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველაფერი რუსულია თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!

„ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!“ – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს  განუცხადა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია, დეკლარაცია ყველამ შეავსოს.

„ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!

ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია, აუცილებელია და ყველა არის გამჭვირვალე. არასამთავრობოები არიან ყველა გამჭვირვალედ შევსებული დეკლარაციებით“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

ასევე იხილეთ