top_leaderboard
left_sabechdi

ნინო წილოსანი: მეგობრები ზემოდან არ გიყურებენ და თანასწორად გიღებენ, ამიტომ რაც მათთან კანონია, ჩვენთან ვერ იქნება რუსული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს Facebook-სტატუსით ეხმაურება.

„ნაცების და „ენჯეოების“ 4 ტყუილი! გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეები დილიდან ამ ბანერს ავრცელებენ. ამ ლოგიკისგან დაცლილ პოსტულატებზე პასუხი მარტივია:

1.⁠ ⁠ამერიკაში და ისრაელში, ახლა უკვე ევროდირექტივით, ხოლო საფრანგეთში ინიცირებული პროექტით, ეს ქვეყნებიც რუსულ კანონს ამკვიდრებენ?
2.⁠ ⁠⁠რატომ არის საერთაშორისო მეგობრობა წინააღმდეგი, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყოფილი მათი ფონდები იყოს გამჭვირვალე, რამე დასამალია?
3. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის და ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს სცემს
⁠4. მეგობრები ზემოდან არ გიყურებენ და თანასწორად გიღებენ, ამიტომ რაც მათთან კანონია, ჩვენთან ვერ იქნება რუსული“, – წერს ნინო წილოსანი.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

ასევე იხილეთ