top_leaderboard

ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო კამპანიაზე: ეს არის საქართველოში არსებული ავაზაკების მიერ საკუთარი თავის გადასარჩენად დაწერილი, საშინელზე საშინელი სიცრუე

ეს არის აქაური მეხუთე კოლონის მცდელობა, დამალოს და “გააპრავოს” მათ მიმართ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩაბმის მისამართით შემოსული თანხები! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ  გავრცელებულ დეზინფორმაციულ ბანერს „ რატომ არის ეს კანონი რუსული?“.

გვენეტაძის თქმით, ეს „გამჭვირვალობის კანონი“ მიღებული თუ არ იქნა საქართველო თავიდან ვერ აცილებს დესტაბილიზაციას, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლას და შესაბამისად საქართველოს მიმდინარე ომში ჩათრევას.

„ეს არის საქართველოში არსებული ავაზაკების მიერ საკუთარი თავის გადასარჩენად დაწერილი, საშინელზე საშინელი სიცრუე!

ეს არის მეხუთე კოლონის მიერ მათი ჯაშუშურ ქმედებათა დამალვის მცდელობა!

ეს არის აქაური მეხუთე კოლონის მცდელობა, დამალოს და “გააპრაოს” მათ მიმართ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩაბმის მისამართით შემოსული თანხები!

და ბოლოს, ეს კანონი მიღებული თუ არ იქნა, საქართველო თავიდან ვერ აიცილებს დესტაბილიზაციას, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლას და შესაბამისად საქართველოს მიმდინარე ომში ჩათრევას!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ