დავით ქართველიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო კამპანიაზე: არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციის წევრების მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება.
მისი თქმით, არსებობს კგბ-ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა, ამ შემთხვევაში კი, გვარამია მიმართავს მეოთხე ვარიანტს, რომელიც გულისხმობს აბსოლუტური სიცრუის საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ გასაღებას.
„არსებობს სიცრუენარევი სიმართლე;
არსებობს სიმართლისნარევი სიცრუე;
არსებობს აბსოლუტური სიმართლე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიცრუედ ასაღებენ;
არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ
ეს არის КГБ- ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა. გვარამია ამ შემთხვევაში მის მეოთხე ვარიანტს მიმართავს“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.