top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოებზე: ხელს აფარებენ საკუთარ დამფინანსებლებს, რომლებიც აქ ფარულად პარტიებს აფინანსებენ

„არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს აფარებენ ერთმანეთს და საკუთარ დამფინანსებელს, რომლებიც აქ ფარულად პარტიებს აფინანსებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ამის მაგალითად პარტია „დროას“ შემთხვევა დაასახელა.

„რა გააკეთა ISFED-მა, „გამჭვირვალეობამ ან „საიამ“, რომლებიც ამბობენ, რომ დამკვირვებლები ვართო? არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ იქაც იგივე წყაროა დაფინანსების – ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელზეც არის ეჭვი, რომ ის აფინანსებს პარტია „დროას“. ხელს აფარებენ შემდეგ საკუთარ დამფინანსებლებს, რომლებიც აქ ფარულად პარტიებს აფინანსებენ. აქედან გამომდინარე, შემდეგ მათ სიტყვას ფასიც აღარ აქვს, რაც შეეხება დაკვირვებას, რადგან ერთმანეთთან არიან შეკრულები, რომ დააფარონ ხელი საკუთარ დამფინანსებელს და ერთმანეთს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ადგილობრივი დამკვირვებლების მანდატში შედის პარტიების დაფინანსების მონიტორინგი.

„ჩვენ გვყავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, ISFED, „გამჭვირვალეობა“, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ ადგილობრივი დამკვირვებლები. ადგილობრივი დამკვირვებლის მანდატში ასევე შედის პარტიების დაფინანსების მონიტორინგი. წარმოიდგინეთ, რომ არის ინფორმაცია საჯაროდ, რომ პარტიები, ამ შემთხვევაში „დროა“ კანონის გვერდის ავლით ფინანსდება უცხოური წყაროდან. რა უნდა გააკეთოს ორგანიზაციამ, რომელიც საარჩევნო მონიტორინგს აწარმოებს? რა თქმა უნდა, ის უნდა დააკვირდეს, შეისწავლოს და საკუთარი მოსაზრება წარმოადგინოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ