top_leaderboard

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც შედეგად მოყვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება.

აღინიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანია რეგიონში  მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ასევე იხილეთ