“ნეტავ, თავადაც თუ ხვდებიან, რომ კამპანია “რუსული კანონი”, სულ ცოტა ხნის წარმოებული და ჩაფლავებული “მიშა კვდება” კამპანიას გზას რომ დაადგა…” – დიანა ლიპარტელიანი
ჟურნალისტი, დიანა ლიპარტელიანი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორისა და რონდელის ცენტრის მკვლევარის, კახა გოგოლაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იმიტომაა რუსული, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზეა ორიენტირებული.
“1 წლის წინ, მარტის მოვლენების პერიოდში, როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის “რუსულ კანონად” “შერაცხვა” ხდებოდა დაინტერესებული პირების მიერ, მათი კამპანია აგებული იყო შემდეგ სიცრუეზე – თითქოს, აღნიშნული კანონი შეეხებოდა, ადამიანთა უკლებლივ ყველა სეგმენტს: ყველა მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს და ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, ფეხედარციებს, ინდ. მეწარმეებს, კომერციულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასე გააბრაზეს საზოგადოებას და გამოიყვანეს ქუჩაში.
დღეს იგივე ძალა გვეუბნება, რომ კანონპროექტი იმიტომ ყოფილა რუსული, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ყოფილა ორიენტირებული. (იხ. ვიდეო).
ნეტავ, თავადაც თუ ხვდებიან, რომ კამპანია “რუსული კანონი”, სულ ცოტა ხნის წარმოებული და ჩაფლავებული “მიშა კვდებას” კამპანიას გზას რომ დაადგა…”- წერს დიანა ლიპარტელიანი.