leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაალ მიქელაძე: საქართველოში 10 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 4-5 მათგანზე ნაწილდება ქვეყნის გარედან შემოსული მთელი შემოსავალი

„საერთაშორისო რეიტინგებით ირკვევა, რომ არასამთავრობო სექტორის პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-დან, 77-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ასეთი ვარდნა არც ერთ სფეროს არ ჰქონია, პანდემიის პერიოდშიც კი“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, გარე ძალაა დაინტერესებული მხოლოდ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსოს კონკრეტული მიზნებისთვის.

„საქართველოში 10 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 4-5 მათგანზე ნაწილდება ქვეყნის გარედან შემოსული შემოსავალი. ეს არასამართლიანი მიდგომაა, რომლითაც ჩანს, რომ ვიღაც ქვეყნის გარედან არის დაინტერესებული კონკრეტული არასამთავრობოები დააფინანსოს. ამის წინააღმდეგები ვართ სწორედ, თორემ სხვას არაფერს ეხება ჩვენი აქცენტები“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

 

ასევე იხილეთ