top_leaderboard
left_sabechdi

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: საქართველოსა და ესპანეთის შს მინისტრებმა ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა თავის ქართველ კოლეგას ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რაც მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გაცვლას გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„გაცნობებთ, რომ ესპანეთის შს მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა შეხვდა თავის ქართველ კოლეგას ვახტანგ გომელაურს! ორივე მინისტრმა ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას მართვის მოწმობების ურთიერთ აღიარებისა და გაცვლის შესახებ“, – წერია ტვიტერის გვერდზე.

ასევე იხილეთ