top_leaderboard
left_sabechdi

ანალენა ბერბოკი: ღაზის მოსახლეობას ახლა სჭირდება დახმარების ყველა პაკეტი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, სწრაფად განახორციელოს თავისი გეგმები ერეზის გამშვები პუნქტისა და აშდოდის პორტის გახსნასთან დაკავშირებით, რათა ღაზის სექტორში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

„ღაზის მოსახლეობას ახლა სჭირდება დახმარების ყველა პაკეტი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ერეზის სასაზღვრო პუნქტისა და აშდოდის პორტის გახსნაზე დახმარების მიწოდებისთვის. ჩვენ ველით, რომ ისრაელის მთავრობა სწრაფად განახორციელებს თავის განცხადებებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე იხილეთ